LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“SCORPIONS” კონცერტისთვის თბილისიდან დამატებითი მატარებელი დაინიშნა

60

20 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე ჯგუფ „SCORPIONS” კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი ინიშნება.

4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25, ურეკში ჩავა 14:51.  ურეკიდან გამოვა 21 ივლისს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:20. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები