LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ-ის პესიმისტური სცენარით, 2020 წლამდე ლარი 10 – 15%-ით უფასურდება

111

ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. დოკუმენტში სხვა მონაცემენთან ერთად, ლარი-დოლარის მოსალოდნელ ნომინალურ გაცვლითი კურსზეცაა საუბარი.

საპროგნოზო ანალიზში ამ კუთხით სამი მოსალოდნელი – საბაზო, ოპტიმისტური და პესიმისტური შესაძლებლობაა გათვლილი.

საბაზო სცენარის მიმდინარე დონესთან შედარებით  ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი 2018-2021 წლებში უცვლელი იქნება.

ოპტიმისტური სცენარის შემთვევაში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, 2018 წლის მეორე ნახევარში უცვლელი იქნება, 2019 წელს 3 %-ით გამყარდება, 2020-2021 წლებში კი, 2-2 %- ით.

უარყოფითი საგარეო ფაქტორების შემთხვევაში კი, მიმდინარე დონესთან შედარებით, ლარი 2018 წლის მეორე ნახევარში 10 პროცენტით გაუფასურდება, 2019 წელს 15 პროცენტით, 2020 წელს ისევ 10 პროცენტით, 2021 წელს კი, 5 პროცენტით გამყარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები