LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ-ის პრეზიდენტი იმ მიზეზებზე საუბრობს, რითაც ინფლაციაა განპირობებული

102

გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

კობა გვენეტაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რითაც ინფლაციაა განპირობებული. „ჩვენთან ხშირად აიგივებენ ინფლაციასა და ლარის კურსის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებას. დღეს დილით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%, ხოლო თვიური ინფლაცია 0.3%-ია. რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. ხშირად იხსენებენ, რომ წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ ამავე დროს ავიწყდებათ, რომ 2007-2008 წლებში (როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე “მყარი” იყო), ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით კატეგორიული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, თუმცა ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის და რომ ინფლაციას მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს. ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე. დღეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ინსტრუმენტები საკმარისად განვითარებული აქვს იმისთვის, რომ ინფლაცია მომავალშიც დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3%-ია, რაც არ ნიშნავს ინფლაციას 0-დან 3%-მდე, არამედ ნიშნავს ინფლაციას 3%-თან ახლოს. შესაბამისად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ზოგჯერ მაღლა, ზოგჯერ კი, დაბლა იქნება, მაგრამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს შენარჩუნდება“, – აცხადებს გვენეტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები