LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მაღაროში ბიძგები არ დაფიქსირებულა-შრომის ინსპექცია

77

“სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მინდელის შახტში სეისმური ბიძგები არ დაფიქსირებულა”- განცხადება  შრომის ინსპექციის წარმომადგენლემა იორაკლი იობიძემ  გააკეთა.

მისივე ინფორმაციით , გუშინდელი შემოწმების დროს, საფრთხის არსებობის გამო, კონკრეტულ ადგილამდე მიახლოება ვერ მოხერხდა, ამიტომ მინდელის შახტში დღეს შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ ჩავა, შემთხვევის ადგილზე დაათვალიერებს ველსა და გვირაბს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, მოხდა თუ არა სამთო დარტყმა. უსაფრთხოების ნორმების შესწავლის მიზნით კომპანიის ადმინისტრაციიდან ამოღებულია დოკუმენტაციის ნაწილიც.

“დოკუმენტაციაში გაწერილი იქნება განწესდაშვება, თანამდებობრივი ინსტრუქციები, ინსტრუქტაჟებიშრომის უსაფრთხოების შესახებ. ამ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, გავესაუბრებით ფაქტის შემსწრე პირებს, იმ სამ პიროვნებას, რომლებიც გადარჩნენ და ახლა კლინიკაში იმყოფებიან. გუშინ მათთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. დღეს ამ ადამიანებს კლინიკაში მოვინახულებთ. იქ იყვნენ ჩასული სამთო ოსტატები, ვენტილაციის თანამშრომლები, რომელსაც ასევე გავესაუბრებით“, – განაცხადა ირაკლი იობიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები