LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფის გადაღების დროს გარდაცვლილ ადამიანების სტატისტიკა საგანგაშოა

48

სელფის გადაღების დროს ყველაზე ხშირად ინდოელები ზიანდებიან. ფოტოს სიყვარულის გამო დაღუპულ ადამიანთა სტატისტიკამ უკვე სერიოზულ მაჩვენებელს მიაღწია. აღმოჩნდა, რომ 2014 წლიდან სელფს 127 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამერიკელმა და ინდოელმა ექსპერტებმა სხვადასხვა შემთხვევები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ტრაგედიათა რაოდენობით ლიდერები ინდოელები არიან. გარდაცვალების მიზეზი კი, როგორც წესი, სიმაღლიდან ვარდნაა. აღსანიშნავია, რომ უსიამოვნო დასასრულის მქონე ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს პაკისტანი, მესამეს კი აშშ იკავებს. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ დაღუპულთა 76% 20-დან 24 წლამდე მამაკაცები იყვნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები