LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელიაში დაბინძურება არ აღმოჩნდა: კომპანია რეალიზაციას დროებით მაინც წყვეტს

70

ბავშვთა საკვებ პროდუქტ “სელიაში” ბაქტერიოლოგიური დაბინძურება არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, კომპანია ყველა კითხვის ნიშნის გამოსარიცხად, პროდუქტის რეალიზაციას 3 თვით წყვეტს – ამის შესახებ კომპანია “CTN -ჯორჯიასა” სამართლებრივმა წარმომადგენელმა იმედა დვალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეალიზაციიდან “სელიას” ამოღება რამდენიმე დღეში დასრულდება.

“ჩვენ მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტირებულ ლაბორატორიას. აიღეს 21 სინჯი. არცერთ შემთხვევაში ბაქტერიოლოგიური დაბინძურება არ დადასტურდა.

გარდა ამისა, იმ პროდუქტით, რაც საქართველოში იყიდება, ბავშვთა ამ დაავადებით დასნებოვნების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

არსებობს ეჭვი სხვა პროდუქტებზე, რომელიც საქართველოში არ შემოდის – “მილუმელი” და “პიკო”.

პროდუქტი “სელია” არ მოხვედრილა რისკის შემცვლელ პროდუქტთა სიაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითმა ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ბაქტერიოლოგიური დაბინძურება ამ პროდუქტს არ აქვს.

ამის მიუხედავად, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვის ნიშანი, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მიუხედავად მისი უვნებლობისა, პროდუქცია სრულად იქნეს ამოღებული ქსელიდან”, – განაცხადა იმედა დვალიძემ.

“სელიას” სადისტრიბუციო ქსელში დაბრუნება და მისი რეალიზაცია მას შემდეგ მოხდება, რაც საფრანგეთში მიღებული იქნება ევროკავშირის სტანდარტებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი უსაფრთხოების ზომები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები