LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი ემოციურ საშობაო ფოტოს აქვეყნებს

70

48 წლის სელინ დიონმა „ინსტაგრამზე“ ვაჟიშვილებთან ერთად გადაღებული საშობაო ფოტო გააზიარა. „მოგონებები დღესასწაულებზე! დროა სამუშაოს დავუბრუნდეთ“, – დააწერა მან ფოტოს.

გასული წლის დეკემბერში მომღერალმა განაცხადა, რომ ამიერიდან შობას და ახალ წელს სახლში, შვილებთან ერთად გაატარებს. ამ გადაწყვეტილების გამო მან ლას-ვეგასში დაგეგმილი კონცერტიც კი გადადო.

გასული წლის დასაწყისში, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც სელინისთვის მთავარ ცხოვრებისეულ ტრაგედიად იქცა, მომღერალმა პირობა დადო, რომ თავის თავს ოჯახსა და კარიერას მიუძღვნის, ახალ სიყვარულზე კი ის არც ფიქრობს: „მე ჩემი მეუღლე მიყვარს და სულ მეყვარება“.

https://www.instagram.com/p/BPLb7ZDgi3O/?taken-by=celinedion

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები