LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონის მდიდრული ვილა გაყიდა

88

ოთხი წლის შემდეგ, სელინ დიონმა საბოლოოდ გაყიდა თავისი მდიდრული ვილა, რომელიც ფლორიდაში, სანაპიროზე მდებარეობს.

სახლის გაყიდვის მცდელობა პირველად 2013 წელს იყო, მაშინ მისი ღირებულება 72,5 მილიონი დოლარი იყო, თუმცა 2016 წლისთვის მისი ფასი 45,5 მილიონამდე შემცირდა. საბოლოოდ, მომღერალმა ღირებულება 38,5 მილიონამდე შეამცირა და „სოთბის“ აუქციონზე ვილა უცნობი ადამიანის საკუთრებაში გადავიდა.

სახლი, რომელიც 11 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სელინმა 2010 წელს მეუღლესთან, რენე ანჟელილთან ერთად ააშენა და იქ ქმართან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ვილა სამი აუზს, ჩოგბურთის კორტს, გოლფის მინდორს, საშინაო კინოთეატრს და 100  მეტრი ფართობის პირადი სანაპიროს მოიცავს. რაც შეეხება შიდა ნაწილს, სახლში ხუთი საძინებელი, ხუთი აბაზანა, ორი სამზარეულო და სართულებს შორის დამაკავშირებელი ესკალატორია. სტუმრების სპეციალურ საცხოვრებელში კი 13 საძინებელი და 14 საბაზანაა.

შეგახსენებთ, რომ რენე ანჟელილი 2016 წლის 14 იანვარს 73 წლის ასაკში სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. წყვილი 21 წელი იმყოფებოდა ქორწინებაში. მათი რომანი 1987 წელს დაიწყო, როდსაც სელინი 19-ის, ხოლო რენე – 45 წლის იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები