LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონმა თავისი თაყვანისმცემლის ნიშნობაში მონაწილეობა მიიღო

145

24 წლის ოსტინ მაკმილანის საყვარელი მომღერალი ბავშვობიდან სელინ დიონი იყო, ამიტომ ის განსაკუთრებით ბედნიერი იყო, როდესაც მისი ნიშნობის ცერემონიას სწორედ დიონი ესწრებოდა.

გოგონას სიურპრიზი საქმრომ მოუწყო და საყვარელი მომღერლის თანდასწრებით ცოლობა სთხოვა. დაბნეულმა გოგონამ კი მცირე ხნის შემდეგ მიუგო თანხმობით და შემდეგ საყვარელ მამაკაცს აკოცა.

გაოცებული იყო თავად დიონიც, რომელიც სიტუაციის ასე შემოტრიალებას არ ელოდა – მისი გაკვირვებული სახე ფოტოებზეც არის აღბეჭდილი. მოგვიანებით მან ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა: „იმედი მაქვს, რომ თქვენი ქორწინება ისეთივე ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება, როგორიც ჩემი იყო“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები