LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელმა ჰაიეკი რაიან რეინოლდსთან ძიძად მუშაობს

313

სელმა ჰაიეკმა და რაიან რეინოლდსმა საერთო ფილმზე მუშაობა დაასრულეს, თუმცა მათი ურთიერთობა გადასაღები მოედნის გარეთაც გრძელდება და ეს უახლესი ფოტოთი დადასტურდა.

მსახიობმა სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო განათავსა, სადაც ერთ ხელში რეინოლდსის შვილი უჭირავს, ხოლო მეორეთი სადილს ამზადებს. „როდესაც მეგობარი სადილად გეპატიჟება, თუმცა საქმეს თავად ასრულებ” – დააწერა მან ფოტოს.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავების საერთო ნამუშვარია ფილმი „ჰიტმენის მცველი”, რომელიც ეკრანებზე მომავალ წელს გამოვა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები