LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელტიკი თუ ყარაბაღი – ვინ შეიძლება შეხვდეს ლიგის საკვალიფიკაციოზე “ტორპედოს”?

41

თითქმის ერთი თვეც აღარ დარჩა, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, საქართველოს სახელს კი 2018/19 წლების სეზონში ქუთაისის “ტორპედო” დაიცავს.

განახლებული წესების მიხედვით, გუნდების ძირითადი ნაწილი პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს, მათ შორის, ჩვენი ჩემპიონიც და ახალი წესის მიხედვით, პირველივე ეტაპზე მარცხის შემთხვევაში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

კენჭისყრა 19 ივნისს გაიმართება, ხოლო პირველი შეხვედრა – 10-11 ივლისს. ახალი წესების მიხედვით, ქუთაისური კლუბის საქმე უფრო რთულადაა, რადგან კლუბი განუთესავი იქნება, ხოლო მისი მეტოქე შეიძლება წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეც კი გახდეს.

ჩემპიონატთა უმრავლესობა დასრულდა, ხოლო პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდების უმეტესობა ასე გამოიყურება: ბატე (ბელარუსი), მალმიო (შვედეთი), ბრონდბიუ (დანია), ლეგია (პოლონთი), ჰაპოელ ბეერ შეევა (ისრაელი), სელტიკი (შოტლანდია), აპოელი (კვიპროსი), როსენბურგი (ნორვეგია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ცრცვენა ზვეზდა (სერბეთი), ასტანა (ყაზახეთი), ტრნავის სპარტაკი (სლოვაკეთი), შერიფი (მოლდოვეთი), ვალური (ისლანდია), ჰჯკ (ფინეთი), კუკეში (ალბანეთი), ქორქ სითი (ირლანდია), ზრინსკი (ბოსნია), იურმალის სპარტაკი (ლატვია), შკენდია (მაკედონია), ფლორა (ესტონეთი), ნიკსიჩი (მონტენეგრო), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), კრუსადერი (ჩრდილოეთი ირლანდია), სუდუვა (ლიტვა), ვალეტა (მალტა), ნიუ საინთი (უელსი), ვიკინგური (ფარერების კუნძულები).

გასარკვევია: მარიბორი/ოლიმპია (სლოვენია), ვიდეოტონი/ფერენცვაროში (უნგრეთი).

საწყის კვალიფიკაციას ითამაშებენ: გიბრალტარის, ანდორის, სან-მარინოსა და კოსოვოს ჩემპიონები.

 

sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები