LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სემეინი პროდუქტი” თბილისში ქარხნის მშენებლობას გეგმავს

691

”სემეინი პროდუქტის” მწარმოებელი კომპანია ”იმპორტ თუ ჯორჯია” გაფართოებასა და თბილისში ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ამასთან განიხილება ასატომენტის გაფართოებაც ისეთი მოთხოვნადი პროდუქტებით, როგორებიცაა: შვრიის ქატო, 4- 5 მარცვლიანი ბურღული, ბრინჯი და ოსპი, ასევე დიეტური და დიაბეტური პროდუქტები.

როგორც ”ფორტუნას” ”იმპორტ თუ ჯორჯია”-დან აცნობეს, ამ ეტაპზე „სემეინი პროდუქტი“ საქართველოში წარმოდგენილია: 16 სახის დაფასოებული შვრიის, წიწიბურას,  ქერის, ბრინჯის ბურღულით; ასევე საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის, წიწიბურასა და ბრინჯის ხრაშუნებით,  ე.წ. ხლებცებით. ”სემეინი პროდუქტის” ბრენდის ქვეშ იყიდება შვრიის, წიწიბურას, მწვანე და ყვითელი ბარდასა და  ქერის, ე.წ. პერლოვიც.

კომპანიის ინფორმაციითვე, „სემეინი პროდუქტის“ ყველა ასორტიმენტის რეალიზაცია სრულიად საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.  

”ქსელური მაღაზიებიდან „სემეინი პროდუქტი“ წარმოდგენილია, სპარ-ის, ფუდმარტის, იოლის,  ჯიბე ქეშ ენდ ქერის, ნიკორას, ეკონომიქსის, ზღაპრის, ბაიას სავაჭრო ობიექტებში. მიმდინარე თვეში კი  „სემეინი პროდუქტი“ წარმოდგენილი იქნება ასევე ფრესკოსა და გუდვილის სავაჭრო ობიექტებში. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კარფურისა და ორი ნაბიჯის სავაჭრო ობიექტებთანაც”, – განაცხადეს ”იმპორტ თუ ჯორჯია”-ში.

მათივე განმარტებით, „სემეინი პროდუქტი“-ს ნაწარმი უმაღლესი ხარისხის არაგენმოდიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტით დამუშავებული პროდუქტია.

”გარდა იმისა, რომ „სემეინი პროდუქტი“-ს წარმოება ხდება უახლესი წარმოების დანადგარებით, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისობის სერთიფიკატი, „სემეინი პროდუქტი“ იფუთება საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილ, ეკოლოგიურად სუფთა, ISO სერთიფიცირებულ, პოლიეთიელნის შეფუთვაში და მხოლოდ ამის შემდეგ ევროსტანდარტის მიხედვით, ხდება მუყაოს ყუთებში მისი მოთავსება. ეს ყოველივე კი განაპირობებს ჰერმეტულობას, ორგანული და ბიოლოგიური სარგებლის მაქსიმალურად შენარჩუნებას. ამასთან,  „სემეინი პროდუქტი“ ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომია ბაზრაზე, მიუხედავად მისი მაღალი სტადარტებისა”, – აღნიშნეს კომპანიაში.

ცნობისთვის, შპს ”იმპორტ თუ ჯორჯია” საქართველოში „სემეინი პროდუქტის“ იმპორტსა და ადგილზე წარმოებას 2015 წლიდან ახორციელებს. კომპანია ქარხანას ქუთაისში ფლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები