LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკ-მა მოქალაქეებს 170 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

83

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის მარტში 9 საჯარო სხდომა გამართა და 221 საკითხზე იმსჯელა.

სემეკის ინფორმაციით, სხდომაზე განსახილველი საკითხების უმეტესობა ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. სხდომებზე საკითხები სემეკ-ის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა წარმოადგინეს. მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 170 022,70 ლარი შეადგინა.

სემეკ-ი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართონ. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება როგორც ცხელ ხაზზე – 16 216, ასევე კომისიის Facebook გვერდზეც შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები