LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკი ხვალ 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს

23

სემეკი ხვალ, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ხვალინდელ დღის წესრიგშია აღნიშნული, საუბარია 4 კომპანიაზე, როგორიცაა – „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციია” (თბილსრესის N3, 4 ბლოკები), შპს ,,მტკვარი ენერჯი” (თბილსრესის N9 ბლოკი), შპს ,,გარდაბნის თბოსადგური” და შპს ,,ჯიფაუერი“.

სემეკ-ის განმარტებით, დაგეგმილსა და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის სხვაობაა, რაც დაკორექტირებას მოითხოვს.

ტარიფების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომისია უზრუნველყოფს საჯარო სხდომის პირდაპირ ტრანსლირებას კომისიის Facebook გვერდის საშუალებით – www.facebook.com/gnerc. სემეკის სხდომა ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები