LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკი: შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, გაიზრდება თუ არა ტარიფი

39

სემეკ-ის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ამ დროისთვის შეუძლებელია იმის თქმა, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფი. მილორავას თქმით, სემეკმა წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიის ხელშეკრულება უნდა განიხილოს, ტარიფი უნდა დაითვალოს და ამიტომ, ამ დროისთვის რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

„ამ დროისთვის შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, გაიზრდება თუ არა ტარიფი, ვინაიდან ჩვენ დაახლოებით 20-მდე ტარიფი უნდა დავთვალოთ, ხელშეკრულებები უნდა შევაფასოთ იმისთვის რა შედეგი დადგება წლის ბოლოსთვის, ამიტომ საწყის ეტაპზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. რაც შეეხება ლარის კურსს, ჩვენ კურსი ყველა მოქმედ ტარიფში გვაქვს ასახული 2,5-ის დონეზე“, – განაცხადა ირინა მილორავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ სხდომაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისათვის 2018 წლის საქმიანობის ტარიფის დადგენის მიზნით. კომპანიებს ტარიფები 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აქვთ დადგენილი.

მარეგულირებელ კომისიას 150 დღე აქვს იმისთვის, რომ ტარიფები დაითვალოს. სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს არის ყოველწლიური, გეგმიური პროცედურა. დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციული წარმოება ტარიფების გაანგარიშების მიზნით შემდეგი კომპანიებისთვის დაიწყო: “ენერგო პრო ჯორჯიასა” და მის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის; “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის”, “მცხეთის წყლისთვის”, “რუსთავის წყლისთვის” და ასევე GWP-ის საკუთრებაში არსებული ჟინვალჰესისთვის; “ენერგოტრანსისთვის”, “ენგურჰესისთვის”, თბოსადგური “ჯი ფაუერისთვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები