LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკი წყალმომარაგების კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს

54

სემეკი დღევანდელ საჯარო სხდომაზე წყალმომარაგების კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს.

სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) იმსჯელებს წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე. ამავე სხდომაზე კომისია განიხილავს „ჟინვალჰესის“ 2017-2019 წლების საინვესტიციო გეგმებს.

ამასთან, გაგრძელდება მსჯელობა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმების კომისიასთან შეთანხმების შესახებ.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები