LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დააჯარიმა

66

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარის გადახდა დაევალა.

სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ დადგინდა, რომ შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისმიერ მომხმარებელთა განაცხადების ვადაში დასრულება ხელოვნურად ხდებოდა. კერძოდ, შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ 2017 წლის პირველი იანვრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, კომისიის მიერ შემუშავებულ ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული ჰქონდა 1057 ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების განაცხადის დროულად დასრულება. თუმცა, აქედან მხოლოდ 113 იყო დასრულებული მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტით,“- ნათქვამია განცხადებაში.

სემეკის ინფორმაციით, 2016 წლის 25 ივლისის №13 დადგენილებით კომისიის მიერ დამტკიცდა „მომსახურების კომერციული ხარისხის წესები“. ამ დადგენილების თანახმად, საწარმოები, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატები, ვალდებულნი არიან აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალი არის კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, რომლის მეშვეობითაც კომისია რეალური დროის რეჟიმში ახორციელებს კონტროლს კომპანიების მიერ წესების შესრულებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები