LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში ჩვილის ცხედარი იპოვეს

111

სენაკში, ბათუმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილი ბავშვი  შიშველი დახვდათ, საბანი კი, რომელშიც ჩვილი იყო გახვეული, შინაური ცხოველების მიერ იყო დაგლეჯილი.

შვიდი თვის ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით შეტყობინება 112-ში გუშინ შევიდა. გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის გაზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები