LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენსაცია! ჯგუფი Westlife სცენაზე ბრუნდება

200

2000-იანი წლების ყველაზე პოპულარული ირლანდიული ბოიბენდი Westlife 2012 წელს ოფიციალურად დაიშალა. რამდენიმე წლით ადრე ჯგუფი ბრაიან მაქფეიდენმა დატოვა. დღეს გამოცემა Irish Sun, სანდო წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს  სენსაციურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლეგენდარული ბოიბენდი ბრუნდება. ცნობილი ხდება, რომ ოთხეული Universal Music Group-ის ეგიდით ახალ სინგლსაც გამოუშვებს. წყარო ამტკიცებს, რომ შეინ ფილანი, ნიკი ბირნი, კიან ეგანი და მარკ ფიჰილი სცენაზე დასაბრუნებლად მზად არიან და მათ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. შემადგენლობას არ უერთდება ბრიან მაქფეიდენი, რომელმაც ბოიბენდი წლების წინ დატოვა. აქვე ცნობილი ხდება, რომ ჯგუფის ახალ სინგლს ედ შირანი დაწერს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის შემოქმედება მოიცავს ისეთ პოპულარული ჰიტებს, როგორიცაა Soledad, Flying Without Wings, My Love და I Lay My Love on You.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები