LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსი დიდ რუსეთში: არგენტინელები ვართ ცავატანე და შოკოლადი მიირთვით ქალბატონო

701

რუსეთში ახლა მთელი მსოფლიოდანაა ხალხი ჩასული და ფეხბურთით სიამოვნების გარდა, გულშემატკივრები არც სხვა სახის გართობას ივიწყებენ. მოკლედ, ახლა რუსეთში სექსის ნაკლებობა ნაღდად არ და ვერ იქნება.
ამასწინ ერთმა ჩინელმა გოგონამ პოლიციას მიმართა, სექსი ორ კაცთან ნებით კი მქონდა, მაგრამ რატომ გადაიღეს, წააშლევინეთო. ნახეთ რა გაირკვა:

ჩინელი გულშემატკივარი გოგონა ჯგუფურ სექსზე სომხებმა დაითანხმეს, რომლებიც არგენტინელებად გაეცნენ.
ჩინელმა ვან ნინიმ სამართალს მიაღწია: იგი ორ ბიჭთან სექსით დაკავდა, რომლებმაც ეს ვიდეოზე ასახეს, გოგონას კი ვიდეოჩანაწერის განადგურება სურდა.
რუსეთში ჩასული ვან ნინი ორ სხვა ტურისტს გადაეყარა, ისინი არგენტინელები „აღმოჩნდნენ“ და გოგონა სასტუმრო „ავენიუში“ წაიყვანეს. ერთ-ერთმა ორგია ტელეფონზე გადაიღო. გოგომ წაშლა თხოვა, თუმცა ბიჭებს ბოლომდე არ ენდო და პოლიციას მიმართა.
როგორც გაირკვა, ვან ნინი სინამდვილეში არა არგენტინელებს, არამედ სომხური ფესვების მქონე მოქალაქეებს შეხვდა. ერთ-ერთია პიატიგორსკში მცხოვრები სამველ არათუნიანი, რომელიც პოლიციაში დაიბარეს. სამველმაც ის მოყვა, რაც ზემოთ ვთქვით და თან დაუმატა, რომ გოგო ოტელში მომხდარით კმაყოფილი დარჩა და კონიაკისთვის ბიჭებს იქით დაუტოვა 30 დოლარი.
არათუნიანმა ვიდეოჩანაწერი პოლიციას ჩააბარა, დანაშაული აღიარა და თანამშრომლობას დათანხმდა.

 

ტყუილები ამით არ მთავრდება.
მოსკოველმა მეძავმა ტუნისელ ქომაგს 350 ევრო გამოართვა და ინტიმ-მომსახურებაზე კი უარი უთხრა.
ტუნისელმა უძველესი პროფესიის ქალს პოლიციაში უჩივლა. იგი მოყვა, რომ ფული გადაიხადა, მაგრამ ქალი სასტუმროში ვერ მიიყვანა, რადგან მის „რჩეულს“ დოკუმენტები არ აღმოაჩნდა. სექს-მუშაკს ფული არ დაუბრუნებია, რადგან როგორც თქვა, ის მაშინვე „დამქირავებელს“ მისცა.

 

ეკატერინბურგის სექს-შოპებში უცხოელმა გულშემატკივრებმა ვნების აღმძვრელი შოკოლადი მთლიანად იყიდეს.
ერთ-ერთი მაღაზიის კომერციული დირექტორის თქმით, ქალაქის სტუმრები შოკოლადს რუს გოგონებთან გაცნობისთვის იყენებენ. „ისინი ქალბატონებს შოკოლადით უმასპინძლდებიან, შემდეგ კი კომუნიკაცია მარტივია“, – განმარტა სექს-შოპის თანამშრომელმა.
ამასთან, სხვა რაღაცეებს უცხოელები ნაკლებად ეტანებიან, მათ უშუალოდ შოკოლადი იზიდავთ.

 

ბონუსად:
პორტუგალიის ნაკრების ფანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები