LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური, ეშხიანი და ლამაზი – როგორ ხვდება ამ ეპითეტებს მაკა ცინცაძე

493

ტელეწამყვან მაკა ცინცაძისთვის 2015 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. „20-30“-ის წამყვანის მიმართ ინტერნეტსივრცესა თუ პრესაში ყველაზე ხშირად გამოიყენეს სიტყვა ლამაზი. მას ყველაზე ეშხიანი ქართველი ქერათმიანი ქალიც უწოდეს. გარდა ამისა, „ჯი-დი-ეს“-ის „ბინა 18“-ის გადაცემის ჩაწერაზე წითელ კაბასა და თეთრ ბეწვში გამოწყობილმა მაკამ არა მხოლოდ დამსწრე, არამედ „ფეისბუქ“-საზოგადოებამ გადარია და შეფასებამ: „სექსუალური“ არ დააყოვნა.

მაკას წინასაახალწლო ინტერვიუსთვის დავუკავშირდით.

მაკა ცინცაძე:

ახალი წლის მოსვლა ძალიან მიხარია. ჩემი დაბადების დღის მერე, ყველაზე საყვარელი დღეა, რადგან უამრავ საჩუქარს ვიღებ მეგობრებისგან, სიმბოლურს, პატარ-პატარა საჩუქრებს.

ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები, მერე გავდივარ. კონკრეტული გეგმა არ მაქვს, ვმოძრაობ მთელი ღამე ხან იქ, ხან – აქ. 4 წელია, ერთი ოჯახის მეკვლე ვარ. მე რომ ვესტუმრე, საკმაოდ კარგი წელი ჰქონდათ და მას შემდეგ სულ დავდივარ მათთან. მეკვლეობა, ჩემი აზრით, განწყობაზეა დამოკიდებული –  როგორი კეთილგანწყობითაც შეხვალ და შეგხვდებიან. ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს (იღიმის).

ახალი წლის ღამეს, როგორც კი თორმეტი შესრულდება, პირველი 20 წამის განმავლობაში ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე. სხვათა შორის, სულ მიხდება. არარეალისტური არასდროს არაფერი ჩამიფიქრებია.

მაკა, 2015 წელი, მგონი, ძალიან წარმატებული გქონდა. ძირითადად, ისეთი ეპითეტებით გამკობდნენ, როგორიცაა ლამაზი, ეშხიანი და სექსუალური…

სექსუალურიც ვარ ? (იღიმის). მადლობა. როცა კომპლიმენტეს გეუბნებიან, თუ ის ჩარჩოში ზის და ზღვარს არ გადადის და კეთილგანწყობას გამოხატავენ, რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა. ასეთ ეპითეტებს მშვიდად ვხვდები და მადლობის მეტი რა მეთქმის (იღიმის).

2016 წელს რას ელოდები?

განსაკუთრებულს არაფერს. კარდინალურ ცვლილებებს არ ველოდები. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ვფიქრობ და ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მთავარია ჯანმრთელობა. ამის გარეშე არაფერი გამოვა. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო…

 ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები