LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ჯენიფერ ლოპესი თუ კლასიკური ქეთრინ ზეტა-ჯონსი? (ფოტო)

656

ჯენიფერ ლოპესი ამჯერად The Robin Hood Foundation-ის მიერ მოწყობილი წვეულების საპატიო სტუმრის ამპლუაში მოგვევლინა. 48 წლის მომღერალმა ბოლო დროს საყვარელ სტილზე გააკეთა არჩევანი და ალექს პერის სექსუალური კაბით გამოვიდა საპრეზენტაციო წითელ ხალიჩაზე. კაბას მომღერალმა Charlotte Olympia-ს მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და ვერცხლისფერ კლატჩს შეუხამა.

ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ მაიკლ დუგლასი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი. 48 წლის ქეთრინი და 73 წლის მაიკლი ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ წითელ ხალიჩაზე. ლოპესისგან განსხვავებით ზეტა-ჯონსმა აქცენტი უფრო კლასიკურ სტილზე გააკეთა და შავ-თეთრი დრაპირებული კაბით გამოჩნდა ფოტოგრაფებთან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები