LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 7 მილიონამდე დოლარით გაიზარდა

131

2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით (6.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების  93.0 პროცენტი მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან და იტალიიდან გადმოირიცხა.

2018 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2 მლნ აშშ დოლარი (50.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.0 მლნ აშშ დოლარისა (46.8 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები