LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრის პრემიერლიგა: სონი და კლოპი

112

„ტოტენჰემის“ ფეხბურთელი სონი და „ლივერპულის“ მწვრთნელი კლოპი სექტემბრის პრემიერლიგაში საუკეთესოებად დაასახელეს.
პეპ გვარდიოლა უკვე მეორე თვეა უჯილდოოდაა.

ინგლისში გასული თვე შეაჯამეს. საუკეთესო მოთამაშედ „მამლების“ ფორვარდი სონ ხინმინი დაასახელეს. სექტემბრის სამ მატჩში 24 წლის სამხრეთ კორეელმა 4 გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი მიაწოდა.

cuuozdfwaaayahx

საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გერმანელ იურგენ კლოპს ერგო, რომლის „ლივერპულმა“ სამიდამ სამი მატჩი მოიგო, 11 გოლი გაიტანა და სამი გაუშვა. მერსისაიდელებისგან დამარცხებულთა შორის მოხვდა ქვეყნის ბოლო ორი ჩემპიონი: „ლესტერი“ (4:1) და „ჩელსი“ (2:1).

აგვისტოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა რაჰიმ სტერლინგი (სიტი), ხოლო მწვრთნელი მიკ ფელანი (ჰალი).

cutsueaxeaazrle

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები