LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

115

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაია გოიკოვიჩმა, საქართველოს კოსოვოს არაღიარების გამო მადლობა გადაუხადა. მან, თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სერბეთის მხარდაჭერა დააფიქსირა.

სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო მხრიდან სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერაგამოხატული. მადლობას ვუხდით საქართველოს კოსოვოსა და მეტოხიას არაღიარებისათვის. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ ის მხარს არ უჭერს კოსოვოს გაწევრიანებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიცაა, მაგალითადიუნესკო, – განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.

გოიკოვიჩი გუშინ პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები