LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერბეთს პირველი ქალი და პირველი გეი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

90

სერბეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, „გარდიანი“ წერს, რომ 41 წლის ანა ბრნაბიჩმა უმაღლესი განათლება ინგლისში მიიღო და ის ბალკანეთში პირველი გეი და პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სერბეთში ჰომოფობია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, ამიტომ ქვეყნის პრემიერად გეის დანიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ადგილობრივი საინფორმაცი სააგენტო B92-ს ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ბრნაბიჩის დანიშვნის შესახებ გუშინ განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, ის „ძალიან შრომისმოყვარე პროფესიონალი ადამიანია“.

ბრნაბიჩს წინ ძალიან რთული და საინტერესო წლები ელის – სერბეთი ევროკავშირის წევრობისთვის ემზადება, ამასთან, ტრადიციულად ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან და კავშირებს სულ უფროდაუფრო იმყარებს პეკინთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები