LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგი კაპანაძე „ხიშბა–სიგუას სიაზე“ – უაზრო ნაბიჯი და გადაწყვეტილებაა – ამას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება

101

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ სერგი კაპანაძის განცხადებით, „ხიშბა–სიგუას სიაზე“ სერიოზული კომენტირება არ არის საჭირო, რადგან თვლის, რომ ამ სიას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე არანაირი ეფექტი და გავლენა არ ექნება. როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება.

„რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სია ვნახე. მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ სიას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე არანაირი ეფექტი და გავლენა არ ექნება. სიაში მოხვედრილი ვინც არ უნდა იყოს, მას ასევე არც იურიდიული ლეგიტიმაცია არ ექნება და არც არანაირი შინაარი არ აქვს. ჩემი აზრით, უაზრო ნაბიჯი და უაზრო გადაწყვეტილებაა. ეს არის მათი უფლება, თუმცა ამას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება. რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რთულად ეკიდება იმ ადამიანებს, იქნებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მოქმედი პოლიტიკოსები, რომლებიც მათი აზრითაც, არიან შემჩნეულნი რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ. ამ სიით არაფერი შეემატება და არ მოაკლდება არც ამ ადამიანებს და არც საქართველოს. სერიოზული კომენტირება და გამოხატულება არაადეკვატურია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ დე ფაქტო პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა. სიაში 26 ადამიანი მოხვდა. მათ შორის „ხიშბა-სიგუას სიაში“ მოხვდნენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები- ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და გია ყარყარაშვილი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი, „ტყის ძმების“ ლიდერი დავით შენგელია, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავა და სხვა პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები