LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ცრუ მოწმეების მიმართ სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას ითხოვს

73

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე შსს-ს და პროკურატურას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ მოწმეების მიმართ სამართლებრივი პროცედურების გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ სერგი კაპანაძემ დღეს პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი მოწმის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. როგორც კაპანაძე ამბობს, ის არ გულისხმობს მხოლოდ ამ მოწმეს. მისი თქმით,  საუბარია სრულწლოვან თუ არასრულწლოვან ყველა იმ მოწმეზე, რომელიც ცრუ ჩვენებებს იძლევა.

„მაქვს განცდა, რომ დღეს მოვუსმინეთ ადამიანს, რომელიც ცრუობდა. ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტი, რატომ არ შეიძლება ჰქონოდა მეტი ინფორმაცია. ის ხორავას ქუჩაზე იმ მომენტში იმყოფებოდა, როდესაც თვალწინ, რამდენიმე მეტრში ორი ახალგაზრდას მკვლელობა მიმდინარეობდა. ეს არის შედეგი, თუ როგორ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები პოლიციამ. არ არსებობს პირველი დაკითხვის ოქმი, გაუგებარია რა ტაქტიკით იყო ის დაკითხული. შემდეგ არის დაკითხვა 18-ში და 19-ში. ღამე წაიყვანეს და ასევე გაუგებარია, კონკრეტულად რა ინსტრუმენტებით ცდილობდნენ, მიეღოთ მისგან ინფორმაცია. იკვეთება, რომ არ იყო ჩატარებული სათანადო მოქმედებები, რათა ამ კონკრეტული მოწმისგან სიმართლე მოესმინათ. მინდა მივმართო შსს-ს და პროკურატურას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ლეგალური ინსტრუმენტი, რომ ნებისმიერი მოწმის მიმართ, იქნება ის სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი, რომელიც ცრუ ჩვენებას იძლევა, გამოყენებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი ზომები,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ მოწმეებს, რომლებიც თავის დროზეც ცრუობდნენ, შესაძლოა, დღესაც შეჰყავთ გამოძიება შეცდომაში.

მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილის გამოკითხვა პარლამენტში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საქმის მასალების მიხედვით და თავად მოწმის ჩვენებიდან, ცნობილია, რომ აღნიშნული მოწმე ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებას ავტომანქანაში იმყოფებოდა.

პოპულალურები