LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგი კაპანაძე – თუ დეტექტივების სამმართველოს უფროსი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდება, მის მიერ კანდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებას მივმართავთ

98

იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შაბათის სხდომაზე არ გამოცხადდება, კომისია მის მიერ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებას მიმართავს, – ამის შესახებ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, გამომძიებლების გამოკითხვას შაბათს, 10:00 საათიდან განაახლებს.

„მინდა მივმართო ბატონ იოსებს, რომ მასაც ველით შაბათს, 10:00 საათზე აქ. კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა არის კანონის დარღვევა, კონკრეტულად პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა. თუ ჩვენ შაბათს არ ვნახავთ აქ ბატონ იოსებს, მაშინ მოგვიწევს მიმართვა კონკრეტულ უწყებაზე, რომ ის არღვევს კანონს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის – გამომძიებელ ირაკლი ფიფიასთვის, დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუასა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, შალვა ბედოიძისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა პარლამენტში მხოლოდ ირაკლი ფიფია და შალვა ბედოიძე გამოცხადნენ. იოსებ სიგუა კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო.