LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგო რატიანს საპარლამენტო უმრავლესობის გამოსვლები “ვრემიას” ან “მოამბეს” ახსენებს

42

როდესაც ვუსმენ საპარლამენტო უმრავლესობის გამოსვლებს, არ შემიძლია არ გავიხსენო წინა საუკუნის 50-70-იანი წლების საბჭოთა გადაცემები – „ვრემია“ ან „მოამბე“, – “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სერგო რატიანის თქმით, აღნიშნულ გადაცემებში საუბარი იყო იმაზე, რომ რა კარგად მიდის ცხოვრება.

„წინა საუკუნის 50-იან წლებში საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა ხრუშჩოვმა გამოაცხადა, რომ 10 წლის შემდეგ ჩვენ შევალთ კუმუნიზმშიო და რაღაც ასეთი სულისკვეთება არის დღეს დარბაზში“, – განაცხადა რატიანმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ბოლო თვეების განმავლობაში თქვენ ამტკიცებდით, რომ ცვლიდით კონსტიტუციაში ფუნდამენტურ საკითხს – არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, ამას მოითხოვდა მთელი პოლიტიკური სპექტრი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო საზოგადოება. მეგობრებო, თქვენ დადიოდით ქალაქ-ქალაქ და თქვენს ამომრჩეველს ეუბნებოდით, რომ ცვლით სისტემას, რომ შერეული სისტემა არის ნაკლებად დემოკრატიული. ამბობდით, რომ ის არის ცუდი და შემდეგ თქვენ უბრალოდ ბოლო დღეებში შეცვალეთ ყველაფერი და ისევ დაუბრუნდით არსებულ სისტემას. რეალურად თქვენ მოატყუეთ როგორც ქართველი ამომრჩეველი, თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი, რომელსაც 4 თვის განმავლობაში ელაპარაკებოდით ცვლილებებზე. თქვენ მოატყუეთ საერთაშორისო საზოგადოება და ქართული საზოგადოება. ეს არის სერიოზული პრობლემა. ამის შემდეგ თქვენ გაქვთ რეპუტაციისა და ნდობის პრობლემა. ასევე, თქვენ, ქართველ ხალხს ართმევთ უფლებას, რომ თვითონ აირჩიონ პირდაპირი წესით პრეზიდენტი და არც ეკითხებით. ჩვენ გთავაზობდით, რომ მოაწყვეთ საერთო-სახალხო გამოკითხვა, იმიტომ, რომ ეს ცვლილებები განსაზღვრავს შემდეგ უახლოეს ისტორიას. თქვენ გეშინიათ ქართველი ამომრჩევლის“, – განაცხადა რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები