LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგო რატიანსა და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

36

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, სერგო რატიანსა და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საკრებულოს ძირითად შესასვლელთან მყოფ სერგო რატიანს საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიმართეს, გადასულიყო რკინის ჯებირის მეორე მხარეს, რასაც შეკამათება მოჰყვა. რატიანი ითხოვდა, განემარტათ, რატომ ეკრძალებოდა პარლამენტის დეპუტატს საკრებულოს შესასვლელთან ყოფნა.
პოლიციის წარმომადგენლებმა სერგო რატიანი რკინის ბარიერის მიღმა გადაიყვანეს.

თქვენ ასრულებთ უკანონო ბრძანებას. ბიძინას სამზარეულო დაიცავით, მისი შიდა ეზო. უბედურ დღეში ხართ, – მიმართა რატიანმა პოლიციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები