LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალ Homeland-ის ვარსკვლავი ქლერ დეინსი ორსულადაა

260

“ემმისა” და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი მსახიობი, სერიალ Homeland-ის ვარსკვლავი ქლერ დეინსი ორსულადაა. მსახიობი და მისი მეუღლე ჰიუ დენსი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ მსახიობმა ჰოვარდ სტერნის რადიოშოუში სტუმრობის დროს განაცხადა. წყვილს უკვე ჰყავს 5 წლის ვაჟი და მათთვის ეს მეორე შვილია.

როგორც მსახიობი ამბობს, ის ორსულობის მეორე ტრიმესტრშია და ამ დრომდე ორსულობას საგანგებოდ მალავდა.

ქლერ დეინსი ამჯერად სერიალ Homeland-ის მეშვიდე სეზონში მონაწილეობს. 39 წლის დეინსმა და 42 წლის ჰიუ დენსიმ ერთმანეთი 2006 წელს ფილმ „საღამოს გადაღებებზე“ გაიცნეს. 2012 წელს მათ ვაჟი საირუსი შეეძინათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები