LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალები, რომლებიც გვასწავლიან, როგორ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ

620

თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო იზრდება ქალის როლი, რასაც გარკვეულწილად ეკრანული პერსონაჟებიც უწყობენ ხელს, რომლებიც ხან წარმატებულ კარიერას იკეთებენ, ხან სიყვარულს პოულობენ, ხან მოულოდნელ ტალანტს პოულობენ საკუთარ თავში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აქტიურობისკენ და სითამამისკენ მოგვიწოდებენ.

„ბოშა“ (Gypsy, 2017) – მთავარ როლებში – ნაომი უოტსი, სოფი კუქსონი, ბილი კრუდაპი, კარლ გლუსმანი. ნიუ-იორკელი ფსიქიატრი ჯინ ჰელოუეი ყველაფერს აკეთებს პაციენტების დასახმარებლად, თუმცა მისი მეთოდები საექიმო ეთიკას არღვევს და ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

„ბოსი გოგონა“ (Girlboss, 2017) – მთავარ როლებში – ბრიტ რობერტსონი, ელი რიდი, ჯონი სიმონსი, ალფონსო მაკოლი. სერიალი პოპულარული წიგნის Girlboss მიხედვით შეიქმნა, რომელშიც მოდური ბრენდის Nasty Gal შემქმნელმა სოფია ამორუზომ საკუთარი წარმატების ისტორია მოჰყვა.

„მსხვილი შრიფტით“ (The Bold Type, 2017) – მთავარ როლში – კეტი სტივენსი, აიშა დი, მეგან ფეიჰი, მეტ უორდი. კომედიური სერიალი სამ მეგობარზე, რომლებიც მოდურ ჟურნალში მუშაობენ, თავისუფალი ცხოვრობით ცხოვრობენ, მუდმივად სიყვარულისა და საკუთარი თავის ძიებაში არიან. სიმსუბუქის მიუხედავად, სერიალი საკმაოდ სერიოზულ თემებს – სქესთა თანასწორობას და სილამაზის მრავალფეროვნებას ეხება.

„ახალბედა“ (The New Girl, 2011) – მთავარ როლებში – ზოუი დეშანელი, ჯეიკ ჯონსონი, მაქს გრინფილდი, ლემორნ მორისი. პირად ცხოვრებაში განცდილი მარცხის შემდეგ, ჯესიკა -დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, ბინას იცვლის, სამ ახალგაზრდა მამაკაცთან აბამს ნაცნობობას და სწორედ ასე იწყება მათი სიყვარულისა და მეგობრობის ისტორია.

„მას ეს ძალიან სჭირდება“ (She’s Gotta Have It, 2017) – მთავარ როლში – დევანდა უაიზი, ენტონი რამოსი, ლაირიკ ბენტი, კლეო ენტონი. ბრუკლინელ მხატვარ ნოლას ერთდროულად სამი მამაკაცი უყვარს. ვის აირჩევს ახალგაგაზრდა ქალი საბოლოოდ – სწორედ ესაა სერიალის მთავარი ინტრიგა.

„მინდის პროექტი“ (The Mindy Project, 2012–2017) – მთავარ როლში – მინდი კალინგი, კრის მესინა, ედ უიქსი, ანა კემპი. 31წლის მინდი საყვარელი ადამიანის პოვნაზე ოცნებობს, თუმცა მძიმე ხასიათი ხელს უშლის მამაკაცებთან ურთიერთობაში. მინდი მაინც არ კარგავს იმედს და ყველაფერს აკეთებს პირადი და პროფესიონალური ცხოვრების მოსაწესრიგებლად.

„შემთხვევითი“ (Casual, 2015) – მთავარ როლებში – მიკეილა უოტკინსი, ტომი დიუკი, ტარა ბარი, ნიაშა ჰატენდი. კომედიური სერიალი და-ძმაზე, რომლებიც ერთმანეთს ცხოვრების თანამგზავრის პოვნაში ეხმარებიან.

„ტელეფონისტი გოგონა“ (Las chicas del cable, 2017) – მთავარ როლებში – ანა ფერნანდესი, ნადია დე სანტიაგო, ბლანკა სუარესი, მეგი სივანტოსი. 1928 წელს მადრიდში სატელეკომუნიკაციო კომპანია გაიხსნა, ოთხი ახალგაზრდა ქალი კი, დედაქალქში გადაბარგდა ახალი სამსახურისა და ცხოვრების დასაწყებად. დრამატული სერიალი მაყურებელს არა მხოლოდ ქალების ისტორიას, არამედ მათ საკმაოდ რთულ პროფესიაზეც მოუთხრობს.

„შაქრის პლანტაციის დედოფალი“ (Queen Sugar, 2016) – მთავარ როლში – რუტინა უელსი, დონ-ლიენ გარდნერი, კოფი სირიბო, ომარ ჯი დორსი. მამისგან მემკვიდრეობად დებს შაქრის პლანტაცია დარჩათ, რომელსაც ზარალი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე შემოსავალი. დები იძულებული არიან გადაარჩინონ ოჯახური საქმე და გაარკვიონ ურთიერთობა ერთმანეთთან.

„თეთრი ყვავი“ (Insecure, 2016) – მთავარ როლში – ისა რეი, ივონ ორჯი, ჯეი ელის, ლისა ჯოისი.  სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ აფრო-ამერიკული ვერსიის მთავარი გმირები მეგობარი გოგონები არიან. ერთ-ერთმა წარმატებული კარიერა გაიკეთა, თუმცა არ უმართლებს პირად ცხოვრებაში, მეორეს კი პირიქით, მართალია ჰყავს საყვარელი მამაკაცი, მაგრამ პრობლემები აქვს სამსახურში.

,,ყველაფერი უკეთესობისკენ“ (Better Things, 2016) – მთავარ როლში – პამელა ადლონი, მიკი მედისონი, ჰანა ალიგუდი, ოლივია ედვარდი. სერიალის მთავარი გმირი საშუალო ასაკის ქალია, რომელიც მარტო ზრდის სამ შვილს, ცდილობს კარიერის გაკეთებას და პირადი ცხოვრების მოწყობას. თუმცა, ყველაფერთან ერთად სემი იძულებულია მუდმივად  არკვიოს ურთიერთობა მეზობლად დაბინავებულ დედასთან.

„სამაგალითო ბუნტისთავი“ (Good Girls Revolt, 2015–2016) – მთავარ როლში – ჟენევიევა ენჯელსონი, ანა კამპი, ერინ მაია დარკი, ჰანტერ პერიში. ისტორიული დრამა, რომელსაც მაყურებელი გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაჰყავს. სამი ახალგაზრდა ქალი ნიუ-იორკის ჟურნალში მუშაობს, თუმცა მუდმივად განიცდის დისკრიმინაციას. ქალბატონებს  ბეზრდებათ დამცირება და საკუთარი უფლებებისთვის იწყებენ ბრძოლას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები