LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეს–ი მოსახლეობას აფრთხილებს: “განსაკუთრებით საშიშია ამ პროდუქტების შეძენა…”

103

სურსათის ეროვნული სააგენტო სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს.

სეს–ის განცხახდებით, დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში,  მაღალი რისკის შემცველი  სურსათის რეალიზაციის საფრთხე  იზრდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.

„განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ – არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!“, – ნათქვამია სეს–ის განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ე. წ. გარე მოვაჭრეებისათვის შესაბამისი ფართის შეთავაზებაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის   სტანდარტები და რეალიზაციის პირობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები