LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეს–ი ქვემო ქართლში მაღალი რისკის სურსათს ამოწმებს

90

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სპეციალისტები ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგს ახორციელებენ. მოწმდება მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

„მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების  მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს და მუდმივად თანამშრომლობს ბიზნესოპერატორებთან. მნიშვნელოვანია მომხმარებლის და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა მაღალი რისკის სურსათის – ხორცის და რძის ნაწარმის  შენახვისა და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს არორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის სურსათის შეძენისაგან“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა მირანგულ ლიპარტელიანმა.

“საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი” 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა. შ.

ბიზნესოპერატორებს დაურიგდათ   საინფორმაციო მასალები  ხორცის და ყველის შენახვის და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით, რომელიც მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური  მხარდაჭერით მომზადდა.​

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები