LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესიაშვილი : ბოლნისის რაიონში ბელარუსის მოქალაქეებს სამაშველო ტექნიკა გადაჰყავთ

46

ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში ტექნიკა ბელარუსის მოქალაქეებს გადაჰყავთ, თუმცა ის მხოლოდ სამხედრო-სამაშველო ტექნიკაა, რომელიც სამაშველო საქმიანობისთვის გამოიყენება.

,,ბელორუსის მოქალაქეებს მართლაც გადაჰყავთ სამხედრო ტექნიკა, თუმცა ეს არ არის სამხედრო-საბრძოლო ტექნიკა. ეს არის ,,გაზ-34“ ტიპის სამხედრო-სამაშველო საშუალება, ავტომობილები, რომლებიც არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის. ეს განკუთვნილია სამაშველო საქმიანობისთვის. მასზე არ არის განთავსებული რამე იარაღი. შესაბამისად, ჩვენივე კანონმდებლობით ის არ შედის სამხედრო დანიშნულების პროდუქციაში. ჩვეულებრივად, სტანდარტულად, როგორც საბაჟო სისტემა ითხოვს, ექვემდებარება საბაჟო სისტემას, არა განსაკუთრებული სამხედრო დანიშნულების მიხედვით. შესაბამისად, ამ ტექნიკის ტრანზიტი ხორციელდება კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები