LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესიაშვილი: “ნაციონალურ მოძრაობას” დესტაბილიზაციის ინტერესი აქვს

61

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, არა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესების ინტერესი აქვს, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციაში გამოიხატება, ამის შესახებ შესახებ  „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში რაიმე სახის დაძაბულობა მმართველი პარტიის ინტერესში არ შედის, ამიტომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს.

ირაკლი სესიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ელემენტარული აზროვნება ვისაც აქვს, ყველა მიხვდება, რომ მომხდარი მთავრობას ხელს ნამდვილად არ აძლევდა.

“ჩვენი ამოცანაა იყოს მშვიდობა, „ქართული ოცნება“ ამისთვის არაფერს იშურებს” –  განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები