LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეტყვისგან დაზარალებულ მევენახებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ

98

სეტყვისგან დაზარალებულ მევენახებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ. „ღვინის ეროვნული სააგენტოს” ინფორმაციით, 18 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში 10 სოფლის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მათ შორის, წინასწარი მონაცემებით, 500-მდე ჰექტარი ვენახი დააზინა.

სააგენტოს განცხადებით, თელავში განთავსებული „რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები ადგილზე მდგომარეობას ოპერატიულად გაეცნენ. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს დღეს 3 საწარმო იბარებს, ორი საწარმო მდებარეობს გურჯაანში, ერთი საგარეჯოში. წინასწარი ინფორმაციით, სულ დაზიანებულია 3 ათას ტონამდე ყურძენი.

ანდრო ასლანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რთველი კახეთში აქტიურად გრძელდება. 19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 155 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, „რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 235 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი 190-მა ღვინის კომპანიამ უკვე გადაამუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები