LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეულის ეკო ხიდის დიზაინის კონკურსში ქართველმა არქიტექტორმა გაიმარჯვა (ფოტოები)

554

ქართველი არქიტექტორის ივანე ქსნელაშვილის პროექტმა, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ეკო ხიდის დიზაინის კონკურსში გაიმარჯვა.

საფეხმავლო ეკო მეგობრული ხიდი ჩქაროსნული გზის თავზე გადის და ერთმანეთთან ორ მთას აკავშირებს.

საცალფეხო ხიდი ამცირებს ქარის ეფექტს და აძლიერებს მზის ენერგიის ზემოქმედებას.

კონკურსი სეულის მთავრობამ, უმეიონის მთისა და მალჯუკგორის პარკის დასაკავშირებელი ხიდის დიზაინზე გამოაცხადა.

“ხიდის დიზაინი ბუნებრივი და “არაოფიციალურია”, მარტივი და თან ორიგინალური ვიზუალით, ის ბუნებრივი კორეული ბაღის შთაბეჭდილებას ტოვებს”, – წერს ArchDaily.

გუნდის მიერ დაპროექტებული ხიდი 120 მეტრის სიგრძისაა, სიგანეში კი 2,6 მეტრ კვადრატია.

პროექტზე ივანე ქსნელაშვილი ვილნიუსში დაფუძნებულ გუნდთან The KILD-თან ერთად მუშაობდა. ხიდის შექმნაში ასევე მონაწილეობდნენ გუნდის წევრები, პეტრა იზორა, ონა ლოზურატაიტი და დომინიკას დაუნისი.

სეულის ეკო ხიდი პროექტ “მწვანე რგოლის” ნაწილია. ეს კომპლექსური პროექტია სამხრეთ კორეის დედაქალაქში, რომელიც მიზნად ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის და ბუნების “შერწყმას” ისახავს. მისი მიზანია ასევე, რომ ხალხს ყოველდღიურად მწვანე ზოლში უწევდეს გადაადგილება.

ჯგუფი The KILD ფოტოზე პირველი ქართველი არქიტექტორი ივანე ქსნელაშვილი

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები