LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეულში უსაქმოდ ყოფნა სპორტი გახდა

85

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში უჩვეულო კონკურსი ჩატარდა.

კონკურსი სახელწოდებით Space Out -ი, მონაწილეებისგან მოითხოვს 90 წუთი არაფერი აკეთონ. წესების მიხედვით, კონკურსანტებს არც სმარტფონები აქვთ და არც წინგები.

90-წუთიანი შეჯიბრის დროს აკრძალულია ნებისმიერი რამის კეთება, გარდა სივრცეში ყურებისა. თუკი მონაწილეს ჩაეძინება, დაიწყებს სიცილს ან გამოიყენებს ტექნოლოგიებს, მას დისკვალიფიკაცია ეძლევა.

შეჯიბრების დროს თუ ადამიანს მოწყურდება ან საპირფარეშოში მოისურვებს წასვლას, სპეციალური ბარათი უნდა აწიოს.

როგორც კონკურის დამაარსებელი, ვუპს იანგი გამარტავს, შეჯიბრის მიზანია გამოავლინოს თუ რამდენად არის ადამიანის ტვინი გადაღლილი და რამდენი ხანი შეუძლია მას უსაქმოდ გაძლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები