LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სევდიანი ჯენიფერ ენისტონის პირველი ფოტო განქორწინების შემდეგ

108

გასული კვირის მთავარი თემა უდაოდ გახდა ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს განქორწინების ამბავი. წყვილმა საზოგადოებას გადაწყვეტილება სოციალური ქსელით შეატყობინა. ამის შემდეგ დასავლური მედია ცდილობდა გაერკვია, რა გახდა ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული წყვილის დაშორების მიზეზი. ერთ-ერთ ვერსიად, ენისტონისა და ბრედ პიტის ურთიერთობაც სახელდება. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჯენიეფრ ენისტონი პირველად მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. 49 წლის ვარსკვლავი  ერთ-ერთი კინოთეატრიდან გამოსვლისას გადაიღეს, სადაც მას მეგობარი ახლდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ენისტონი სევდიანი და მოწყენილია და მას ამ მძიმე მომენტში მეგობრები ეხმარებიან.

ენისტონი უახლოესი მეგობრის, ჯეისონ ბეიტმანის ახლი ფილმის სანახავად იყო მისული. განწყობის მიუხედავად ენისტონმა სტილს არც ამჯერად უღალატა, ის გრძელ კლასიკურ პალტოსა და Saint Laurent-ის ღია ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. მსახიობმა თეატრის მიმდებარე ტერიტორია დაცვის წევრების თანხლებით, მალევე დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები