LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონის საუკეთესო გოლი რონალდოსია (ვიდეო)

36

კრიშტიანო რონალდოს მიერ “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში შექმნილი შედევრი უეფამ სეზონის საუკეთესო გოლად აღიარა.

გოლმა, რომელიც პორტუგალიელმა „რეალში“ თამაშისას თავის ამჟამინდელ კლუბს „იუვენტუსს“ გაუტანა, 197 496 ხმა მიიღო. თავად რონალდომ ადრე განაცხადა, რომ ამ გოლს საუკეთესოდ მიიჩნევს კარიერაში.

მეორე ადგილზე (35,558 ხმა) გავიდა დიმიტრი პაიეს (“მარსელი”) გოლი “ლაიპციგთან” მატჩში (5:2), ხოლო მესამეზეა ევა ნავაროს (23,315 ხმა) გოლი გერმანიისა და ესპანეთის (0:2) ქალ ფეხბურთელთა შეხვედრაში.

გამოკითხვაში სულ 346 915-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

 

https://www.youtube.com/watch?v=FFsPMhCMjjw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები