LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სფერო დეველოპმენტი” კომპანია „სვეტის“ დაზარებულ მენაშენეებს მიმართავს

542

დეველოპერული კომპანია „სფერო დეველოპმენტი“ „სვეტის“ დაზარებულ მენაშენეებს მიმართავს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, მენაშენეებთან დიალოგისთვის.

„იმ ფონზე, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ირგვლივ, პარალელურ რეჟიმში „სფერო დეველოპმენტიც“ ელოდება სასამართლოში „სვეტის“ წინააღმდეგ სარჩელის დაკმაკოფილებას, რომ მოგვეცეს საშუალება მშენებლობების გადმობარების და გაგრძელების.

ჩვენი სურვილია, კიდევ ერთხელ რაც შეიძლება გამჭვირვალედ დავანახოთ არსებული ვითარება „სვეტის“ დაზარალებულებს, რომლებიც ამ საქმეში მთავარი ფიგურანტები არიან. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მენაშენეების უფლებები და მათი პოზიცია. გაგვიჩნდა გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობდა, ჩვენი სტრატეგიის დამახინჯებულად მიწოდებას დაზარალებულთათვის, ამიტომ ყოველგვარი შუამავლების გარეშე, უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელობა, მზად არის კიდევ ერთხელ შეხვდეს ”სვეტის” დაზარალებულ მენაშენეებს, რათა არცერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა არ დარჩეს და თითოეულმა დაზარალებულმა იცოდეს სვეტის ობიექტების გადმობარების შემთხვევაში- რა პირობებს სთავაზობს „სფერო დეველოპმენტი“  მათ.  მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების მთავარი ნაწილი ინფორმირებულია და თანახმაა თანხის უკან მიღებაზე, ასევე სამომავლო შეთანხმების გაფორმებაზე, ჩვენი მიზანია, ყველა მენაშენის მოთხოვნის გარკვევა (თანხის უკან დაბრუნება, მშენებლობების დასრულება, ან უძრავი ქონების გაცვლა).

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით საღამოს 19:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე გაიმართება ღია შეხვედრები  „სფერო დეველოპმენტის“ ოფისში. მის: ქ.თბილისი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 11ა ტელ: 571 09 10 95”, – ნათქვამია „სფერო დეველოპმენტის” განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები