LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სფერო, სადაც ყველაზე ნაკლები ექსპორტიორია  

108

ბიას მონაცემთა ბაზაში კულტურისა და ხელოვნების დარგში  347 კომპანია ფიქსირდება,  აქედან აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას 262 კომპანია ეწევა. კულტურა/ხელოვნების დარგი სხვადასხვა მიმართულელებებად იყოფა, ძირითადად, კომპანიების რაოდენობით დატვირთულია:

  • კინოსტუდიები; კინო და ვიდეოფილმების წარმოება, რეალიზაცია
  • თეატრები; კინოთეატრები;
  • მუზეუმები, გალერეები, საგამოფენო დარბაზები
  • მუსიკალური შემოქმედებითი საქმიანობა; ხმის ჩამწერი სტუდიები
  • სამხატვრო სტუდია, სალონები
  • საკონცერტო დარბაზები
  • სარესტავრაციო მომსახურება და ანტიკვარიატის შეფასება

 

ბიას ონლაინ პლატფორმის გვერდზე www.bia.ge-ზე კულტურა/ხელოვნების დარგში არსებული კომპანიების 6% იმპორტიორია, რაც შეეხება ექსპორტს, აღნიშნულ დარგში  მხოლოდ 1 ექსპორტიორი კომპანია გვხვდება, რომელსაც ქვეყნის გარეთ გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები გააქვს.

 

რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას ძირითადად შემოდის:

  • მუსიკალური ინსტრუმენტები, აღჭურვილობა;
  • ვიდეო, აუდიო ტექნიკა;
  • ლიცენზირებული ფილმები;

იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია, ძირითადად, გამოიყოფა ტოპ 3  ქვეყანა:

  • იტალია
  • გერმანია
  • ჩინეთი

 

ბიას მონაცემთა ბაზის მიხედვით, აღნიშნულ სფეროში არსებული კომპანიების გადანაწილება ბრუნვისა და ზომის მიხედვით შემდეგნაირია.

  • მცირე კომპანია შეადგენს 84%
  • საშუალო კომპანიები შეადგენს 13%
  • ხოლო მსხვილი კომპანიები 3%

როგორც ”ფორტუნას” ბიას წარმომადგენელმა სალომე პატარიძემ განუცხადა, ბიას ონლაინ პლატფორმის მიხედვით, ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, აღნიშნულ დარგში ყოველწლიურად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა განსაკუთრებულად არ იზრდება და სტაბილური დიაპაზონი შეინიშნება. ბიას ინფორმაციით, საშუალოდ წელიწადში 25-30 კომპანია რეგისტრირდება.

2012 წელს დარეგიტრირდა 22 კომპანია

2013 წელს დარეგიტრირდა  32 კომპანია

2014 წელს დარეგიტრირდა  36 კომპანია

2015 წელს დარეგიტრირდა  30 კომპანია

2016 წელს დარეგიტრირდა 13 კომპანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები