LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სფფ ვაისკაუტს შეუთანხმდა: ქართულ კლუბებს ანალიზი ექნებათ

134

ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ყავს: ანალიტიკური ვიდეოპლატფორმა ”ვაისკაუტი”, რომლითაც ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბები ისარგებლებენ.

პროექტს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს. 2017 წელს გუნდები ”ინსტატის” პროგრამით სარგებლობდნენ. 2018 წლის სეზონში კი, კლუბებს თითოეული მატჩის ანალიზსა და გუნდებისა თუ ფეხბურთელების სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებელს სწორედ ახალი კომპანია მიაწვდის.

”საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვიდეოპლატფორმა ”ვაისკაუტზე” წვდომა პირველი და მეორე ლიგების მწვრთნელებს ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, გვსურს გუნდების წარმომადგენლებს ავუხსნათ, როგორ მუშაობს პროგრამა, როგორ შეიძლება სტატისტიკური მონაცემების გამოყენება, როგორ უნდა მოხდეს ვიდეოს ანალიზი და ა.შ.” – ამბობს ”ვაისკაუტის” წარმომადგენელი ვიტალი სალავიოვი.

„ვაისკაუტის“ წარმომადგენლებმა კლუბებს პროგრამის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად აუხსნეს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ კლუბებს მათთვის საინტერესო მონაცემების მიღება სხვა ქვეყნების ჩემპიონატებისა და მოთამაშეების შესახებაც შეუძლიათ.

თუკი ”ინსტატი” მხოლოდ გუნდების სამსახურში იყო, ”ვაისკაუტი“ მსაჯებსაც მოემსახურება და სფფ-ის მსაჯთა განყოფილებას სრული ანალიტიკური სურათი ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები