LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა პიკესთან დაშორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

103

ფეხბურთელ პიკესთან განქორწიების შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, მომღერალი შაკირა Twitter-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის სიყვარულზე მღერის.

მცირე დროით დღის შესვენება, რათა სიყვარულს მივუძღნა სიმღერა”, – დაწერა მომღერალმა Twitter-ზე. 

 

 

გარდა ამისა,  ესპანურ პორტალ Hola-სთან შაკირას წარმომადგენელი აცხადებს, რომ წყვილს შორის “არაფერი შეცვლილა.” ის  პიკესა და შაკირას დაშორების შესახებ  ჭორს უარყოფს და ამბობს, რომ ასეთ ინფორმაციებს ბოროტმოქმედები ავრცელებენ , რომლებიც ფეხბურთელს ებრძვიან.

შეგახსენებთ, გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ნაკრების მცველი ჟერარ პიკე და კოლუმბიელი მომღერალი შაკირა დაშორდნენ. პიკე და შაკირა 2011 წლიდან ერთად არიან. წყვილს ორი შვილი 4 წლის მილანი და 2 წლის საშა ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები