LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ხუციშვილი: “მომავალ წელს, გარდაცვლილთა და დაშავებულთა მინიმუმ 50%-იანი შემცირება უნდა გვქონდეს”

89

ვფიქრობთ, მომავალ წელს, გარდაცვლილთა და დაშავებულთა მინიმუმ 50%-იანი შემცირება უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ დარღვევების მხრივ ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა მობილურზე საუბარი თუ ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რაც ავარიის გამომწვევი მიზეზი ხდებოდა. ხუციშვილმა ახალი სისტემის ამოქმედებაზე ისაუბრა. “ფაქტია, რომ სისტემა მუშაობს. საკმაოდ დადებითი შედეგები გვაქვს. ამასთან, 1-ელი აგვისტოდან კამერების დამონტაჟება დაიწყება, რომელიც ვიდეოანალიტიკური პროგრამებით იქნება აღჭურვილი. მონიტორინგს ყოველდღიურად ვაწარმოებთ და სტაბილურია კლება მობილურზე საუბრის ან რამდენიმე სხვა ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელიც ადრე უფრო მეტად პრობლემური იყო“, – განაცხადა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები