LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილმა კახი კავსაძესა და გივი ბერიკაშვილს “ხაშლამისტები” უწოდა

121

შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძეს სურათს აზიარებს, მსახიობები „ქართული ოცნების“ ოფისთან გუშინ საღამოს, არჩევნების დასრულების შემდეგ მივიდნენ.

„აი ესაა ჩვენი უბედურება. ერის ინელექტის მონოპოლიაზე პრეტენზიის მქონე ადამიანები მშიერი ტურებივით რომ დადიან ყველა მმართველი პარტიის ოფისებში. აბა, წარმოიდგინეთ, პიერ რიშარი, ჟან მარე, ბელმონდო , ფრენკ სინატრა, თუნდაც რუსეთში – ალა პუგაჩოვა, აყუდებულნი მმართველ ძალთა ოფისების წინ. ის კი არა, კონსტანტინ რაიკინმა, ამას წინათ, ამხილა პუტინის რეჟიმი ტოტალურ ცენზურაში. ელიტარული ინტელიგენცია, რაზედაც ამ ხაშლამისტებს აქვთ პრეტენზია, თავისი ბუნებით რევოლუციური, შეურიგებელი და ამაღლებული უნდა იყოს არსებულ რეალობაზე. მხოლოდ მაშინ გვექნება ჯანსაღი სახელმწიფო და საზოგადოება.“

14907155102060469647734812896367375756650623n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები