LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი ექსმეუღლის შესახებ…

4054

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც შალვას შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს.

როგორც ის წერს:

“შალვა რამიშვილი ჩემი შვილების მამაა და ნებისმიერი თემა, რომელიც ბავშვების ფსიქიკას ოდნავ მაინც მიაყენებს ზიანს, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი გამოვეხმაურო ამ მორიგ სკანდალს, ჩემს ყოფილ ქმართან დაკავშირებით.

ჩვენ 14 წელი ვიცხოვრეთ ერთად, გვყავს სამი შვილი და უამრავი მოგონება გვაკავშირებს, კარგიც და ცუდიც. ეს გამოცდილება მაძლევს უფლებას ვიფიქრო, რომ მე ყველაზე უკეთ ვიცნობ ამ ადამიანს. ადამიანს, რომელიც გამორჩეულად ნიჭიერი, უსაზღვროდ შრომისმოყვარე და თავისი საქმის პროფესიონალია. მაგრამ ამასთან ერთად არის ეგოცენტრული და ზოგჯერ მერკანტილურიც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იოლად დავაბრალოთ ნებისმიერი რამ.

ეს დღეები უამრავი ადამიანი ლანძღავს შალვას და წინასწარ გამოაქვს დასკვნები, თუმცაღა ყოველ მათგანს ავიწყდება, რომ სანამ სასამართლო არ იტყვის, რომ დანაშაული მოხდა, მანამდე ადამიანი უდანაშაულოა. არ ფიქრობენ იმასაც, რომ შესაძლოა ამას შვილები და ოჯახის წევრებიც კითხულობდნენ და ითრგუნებოდნენ.

ასევე არასწორად მიმაჩნია, რომ შალვას მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებში მორალური მომენტი ასე ინტენსიური და დომინანტურია. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მოწონდეს ვინც უნდა და რამდენი ადამიანიც უნდა, თუ კანონს არ დაარღვევს. არ მგონია, მხოლოდ იმიტომ უნდა ვთელავდეთ ადამიანს, რომ ჩვენ არ გვგავს, რომ ვიღაც თუნდაც ცოლს ღალატობს ან ქმარს, ეს ყველაფერი ადამიანის პირადი ცხოვრებაა და არავის აქვს უფლება ასწავლოს სხვას როგორ უნდა იცხოვროს. ვფიქრობ, ამაზე მეტი უნდა ვიფიქროთ, მითუმეტეს ახლა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამაზრზენი ბუმია ქვეყანაში. უნდა ვხედავდეთ, რომ არ შეიძლება ადამიანის ცხოვრების გაწირვა და დანგრევა, თუნდაც სრულიად არ გესიმპატიურებოდეს ის. ადამიანის პირადი ცხოვრება და მისი ხელშეუხებლობა არის საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება.

ამ ყველაფრის დაწერა იმიტომ არ გადავწყვიტე, რომ შალვა დავიცვა, მე მასთან აღარაფერი მაკავშირებს. მინდა უბრალოდ ვთქვა ის სიმართლე, რომელიც ჩემთვისაა ცნობილი და რაც ჩემს შვილებსაც ვუთხარი: ქალზე ძალადობა ყოველთვის სისუსტედ მიაჩნდა შალვას და ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე ის არასოდეს ყოფილა მოძალადე. ისევე როგორც არ არის გამომძალველი, თუმცა ამ ბრალდებით ოთხი წელი გაატარა ციხეში.

ის უბრალოდ მსხვერპლია საკუთარი ოდიოზური იმიჯის, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს. ეს არის მთელი მისი პრობლემაც და მისი სიმდიდრეც”.

შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილი მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. ტელეწამყვანი ტელეკომპანია “იმედმა” სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა ოფიციალური მიზეზი არ უცნობებია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები