LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შანელი” „ლუი ვუტონის” წინააღმდეგ:  მელანია ტრამპი და ბრიჯიტ მაკრონი საღამოს კაბებში (ფოტო)

559

ამერიკული ვოიაჟის მეორე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტსა და პირველ ლედის თეთრ სახლში გალა-ვახშამზე უმასპინძლეს. ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოდგა მედიისთვის, რადგან აქ განხილვის მთავარი თემა მელანია ტრამპისა და ბრიჯიტ მაკრონის საღამოს კაბები გახდა. პირველმა ქალბატონებმა აქცენტი თეთრ და ვერხლისფერ კაბებზე გააკეთეს. მელანია ბრწყინავდა „შანელის” ვერცხლისფერ კაბაში. რაც შეეხება ბრიჯიტ მაკრონს, მან აქცენტი საყვარელი ბრენდის, „ლუი ვუტონის” თეთრ კაბაზე გააკეთა, რომელიც ოქროსფერი ორნამენტებით იყო გაფორმებული.

65 წლის ბრიჯიტ მაკრონმა და 47 წლის მელანია ტრამპმა ვახშმამდე მეუღლებთან ერთად ფოტოგრაფებისთვის წითელ ხალიჩაზე იპიზიორეს. თავად ვახშამი კი კამერებისთვის დახურული იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები